LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარმა მთავრობას უჩივლა: არ გააჟღეროთ ინფორმაცია

49

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სავარაუდო მიზეზი ის გახლავთ, რომ საგადასახადო დანაშაულებებზე გამოძიების თაობაზე ინფორმაციამ გაჟონა.
2016 წლის მარტში სან-პაულუს ფედერალურმა სასამართლომ ნეიმარი 2012-დან 2014 წლამდე გადასახადების გადაუხდელობის გამო დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ფეხბურთელმა ხაზინაში 46 მლნ ევრო უნდა გადარიცხოს.
ნეიმარი (საქმეში მამამისიც არის გარეული) იმაზე ჩივის, ამ საქმეზე ინფორმაცია რატომ გაჟღერდაო.
24 წლის ფორვარდის სახელი კიდევ ერთ ხმაურიან საქმეში ფიგურირებს. „ბარსას“ ხელმძღვანელობას ნეიმარის ტრანსფერის დროს 13 მილიონის დამალვას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g