LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

145
TELEMMGLPICT000196083217_trans_NvBQzQNjv4BqpVlberWd9EgFPZtcLiMQfy2dmClwgbjjulYfPTELibA

ფეხბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი საჩივარი სან პაულოს პოლიციაში შევიდა. ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ირწმუნება, რომ ნეიმარმა მასზე პარიზში იძალადა, სადაც ის PSG-ში თამაშობს.

საჩივრის ავტორის განმარტებით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა.

ნეიმარი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ფებურთელის მამა კი აცხადებს, რომ  თუ სიმართლე სწრაფად არ გაირკვევა, გავრცელებულ ამბავს თოვლის გუნდის ეფექტი ექნება, ამიტომ, თუ საჭირო გახდა, ქალისა და ნეიმარის WhatsApp-ის მიმოწერასაც გაასაჯაროებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g