LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა სებისკვერაძე: „ყოველი დაბრუნება ქუთაისიდან უზარმაზარ ემოციას ტოვებს, იქ განსაკუთრებული მასპინძლობა, უხვი სიყვარულის გაცემა და ქართული სიმღერის გამორჩეული დაფასება იციან!..“

214
ნეკა სებიკსვერაძე

ნეკა სებისკვერაძემ ქუთაისქალაქობაზე იმღერა და ღონისძიებიდან ფოტოები, ასევე სტატუსიც გაგვიზიარა:

„ყოველი დაბრუნება ქუთაისიდან უზარმაზარ ემოციას ტოვებს, იქ განსაკუთრებული მასპინძლობა, უხვი სიყვარულის გაცემა და ქართული სიმღერის გამორჩეული დაფასება იციან!

„სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ ქუთაისქალაქობა 2023-ის ფარგლებში, დიდი სიყვარულით შევუსრულეთ მსმენელს და ასეთივე დიდი სიყვარული მივიღეთ მათგან!

მადლობა ამ შესაძლებლობისათვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ყველას, ვინც იშრომა ამ დღისთვის!

ირაკლი შენგელია, ელეონორა გოგოლაშვილი, თქვენი თავდადება და სიყვარული ქალაქისადმი მისაბაძია!

უღრმესი მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, მაესტრო ვახტანგ კახიძეს და ჩემს უძვირფასეს კოლეგებს: ეკა მამალაძეს, დავით ნოზაძეს, ნატუკა კახიძესა და გედი ჯინჭარაძეს,  გიორგი ონიანს ბედნიერებაა თქვენთან ერთად სცენის გაზიარება!“

ნეკა სებისკვერაძე: „ჩემი დაბადების დღე დამდგარაო…“

ვიდეო: ნეკა სებისკვერაძე – ძალიან ამაყი ვარ, ჩემი უძვირფასესი მეგობრის შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღმოჩენით, ნიკოლოზ წულუკიძე, შენ ხარ ჩვენი მაგალითი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები