LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი აგირბა მესამე შვილს ელოდება – ვინ არის მისი რჩეული

15764
ნელიკო აგირბა

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ორსულადაა. ის მესამე შვილს ელოდება. მისი რჩეული გახლავთ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ წევრი, ეშტონ ლაღიძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ მონაწილეობდა და ამავე სერიალის ხმის რეჟისორიც გახლავთ.

ეშტონმა სოციალურ ქსელში 2019 წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატუსი, საიდანაც ჩანს, რომ მას ნელისთან რომანი აქვს. ახლახან კი მან ორსული რჩეულის ფოტო გამოაქვეყნა და მას ბედობა მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ნელი აგირბა გახლდათ ცნობილი ტელესახის, მსახიობ ილო ბეროშვილის ცოლი, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. შემდეგ ნელი კვლავ გახლდათ დაქორწინებული. ამ ქორწინებამ ექვს თვეს გასტანა, შემდეგ მისი მეუღლე, ირაკლი ძიმისტარიშვილი დაიღუპა. ნელიზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა და „კურიერიდან“ წამოვიდა… ის გარკვეული პერიოდის შემდეგ „მხოლოდ ქართულში“, წამყვანად გამოჩნდა. კარიერის პარალელურად, ნელიმ პირად ცხოვრებაში ბედნიერებაც იპოვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g