LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე – „შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კაი საწოლი მაქვსო…”

15311
u5jerrjhehregh

გადაცემა The Talk შოუ “რუსთავი 2”-ის ეთერში ახლახანს დაიწყო.

გადაცემის მეორე ეთერი ამჯერად სექსუალური შევიწროების თემას შეეხო.

ერთ-ერთმა წამყვანმა, ნელი აგირბამ სექსუალური შევიწროების პირად მაგალითზე ისაუბრა.

როგორც აგირბამ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელს მადებდნენ ფეხზე. ბოლოს შეიარაღებული დავდიოდი, სათლელი დანა დამქონდა და ასეთ დროს, ვშლიდი. ამაზე ხმა არასდროს ამომიღია, ამიტომ ეს მე დღემდე ცუდად მახსოვს.

ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე მისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა, მითხრა: წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო.

ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე, რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში,”-აღნიშნა ნელი აგირბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები