2008 წელს, ხმის რეჟისორთან, დემასიო კასტელიონასთან ქორწინების შემდეგ, 38 წლის ნელი ფურტადო რადარებიდან გაქრა. მომღერალი აღარც კონცერტებზე გამოდის, აღარც სიმღერებს წერს და თავი მთლიანად ოჯახურ ცხოვრებას მიუძღვნა.
მომღერალი ამ დღეებში ნიუ-იორკის კლუბში Pride Island გამოვიდა. მისმა ვიზუალმა თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. ნელი წონაში მკვეთრად მომატებულია და მის ფორმებს თეთრი და ტანზე მომდგარი კოსტიუმი მკვეთრად უსვამდა ხაზს.
ღია ფერის კომბინეზონზე უზარმაზარი ზომის მეტალის ვარსკვლავები იყო გამოსახული. თაყვანისმცემლები თვალებს არ უჯერებდნენ, რომ ეს სწორედ ის მინიატურული ფურტადო იყო, რომელიც წლების წინ ჰიტებს ქმნიდა.
როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის წინ ნელი მეუღლეს გაშორდა და შოუ-ბიზნესზე საერთოდ უარი თქვა. მისი უკანასკნელი ინტერვიუდან კი გასაგები გახდა, რომ ნელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად უკვე მზად არის.