ჩინეთში მცხოვრები სტუდენტი გოგონა, ნენე ახობაძე, რომელიც ამ ქვეყანაში 2019 წელს გაემგზავრა, ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორი სიტუაციაა კორონავირუსთან დაკავშირებით იქ.
ნენე ახობაძე აღნიშნავს, რომ ჩინეთში პირბადე უკვე არავის უკეთია და არც კოვიდით კვდება ვინმე.
ნენე ახობაძე:
„საქართველოს მაგალითი მეც მიკვირს. ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ აქ ყველა აიცრა. ცოტა ხნის წინ ბავშვების აცრაც დაიწყეს.
ცრების დაწყებამდე, 2020 წლის აპრილში, ჯანმრთელობის კოდი შემოიღეს. თუ ეს კოდი არ გაქვს, არსად გიშვებენ. ჩემს უნივერსიტეტში ხომ დაუდასტურდა ორ ადამიანს და ვისაც მათთან შეხება ჰქონდა, ყველას გაუწითლდა ის კოდი და სახიფათოდ ითვლება. ვისაც წითელი კოდი აქვს, ვერსად შევა. ამ კოდის გარდა, გადაადგილების კოდიც გვაქვს, რომელიც ამოწმებს, იყავი თუ არა რისკის ზონაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
მხოლოდ აცრის დამსახურება არ უნდა იყოს, რომ აქ არავინ იღუპება. აცრა შარშან, დაახლოებით ამ დროს დაიწყო და უფრო მეტი დროა, რაც არავინ მომკვდარა. ვფიქრობ, დაავადების მართვა უკეთესაც შეუძლიათ.
