LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრა ჰესის” პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

103

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია – სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს. კერძოდ, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ. ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე, წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g