LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრა ჰიდრო” ჭუბერში ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

101
1559917840-4bba3a892fc804343a1177ae6f1fc1ec_XL

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.

ამ დროისთვის  „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანიის – „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მძიმე ტექნიკა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g