შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle IDS Borjomi-ს აღარ იყიდის. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო Rbc, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ფასის გამო შეთანხმება ვერ შედგა.
Rbc-ს ცნობითვე, ამ ეტაპზე IDS Borjomi მოლაპარაკებებს არავისთან აღარ აწარმოებს. თუმცა, ამ დრომდე, ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, IDS Borjomi-ის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა. მაშინ რუსული პრესა წერდა, რომ „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის IDS Borjomi გასხვისებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა მარტო შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან, არამედ Coca-Cola-სთანაც.
„ბორჯომის” შეძენით Coca-Cola და Nestle დაინტერესდნენ
IDS Borjomi International შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს. როგორც რუსული საინფორმაციო პორტალი Коммерсантъ იუწყება, Альфа-групп-ის წარმომადგენლები მიხაილ ფრიდმანი და ჰერმან ხანი კომპანია IDS Borjomi International-ის გაყიდვასთან დაკავშირებით Nestle-სთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. გამოცემის ცნობითვე, მოლაპარაკებებში ასევე ჩართულია Coca-Cola. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ფორტუნა” საქართველოში IDS Borjomi International-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს” დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ […]