არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეკრანებზე „ნეტფლიქის“ სერიალი, The Witcher (მხედვარი) გამოჩნდა და მან უკვე მოახერხა საზოგადოებაში არნახული პოპულარობის მოპოვება. ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ნეტფლიქსი“ სერიალის პრიქველის გადაღებას გეგმავს.
ახალი შოუს სახელწოდება The Witcher: Blood Origin იქნება და მასში 6 ეპიზოდი ექნება წარმოდგენილი. სიუჟეტი მთავარ მოვლენებამდე 1 200 წლით ადრე განვითარდება.
„ადამიანების და ელფების სამყაროები ერთმანეთს შეერწყა, ასე გაჩნდა პირველი მხედვარი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გავრცელდა.
1200 years before Geralt of Rivia, the worlds of monsters, men and elves merged into one, and the first Witcher came to be.
Announcing The Witcher: Blood Origin, a 6 part live-action The Witcher spin-off series from Declan de Barra and Lauren Schmidt Hissrich.
— Netflix Geeked (@NetflixGeeked) July 27, 2020