LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Netflix ფილმებისა და თანამშრომლების შემცირებას გეგმავს

133
netflix

Netflix კადრების რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რაც დამატებით თანამშრომლების გათავისუფლებას და ორი ყველაზე გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორის წასვლას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას

Bloomberg-ის ცნობით, ვიდეო სტრიმინგის სერვისის კომპანიას ტოვებენ ლიზა ნიშიმურა, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტური ფილმებისა და მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმოებაზე და იან ბრიკი, კინოჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

დასაქმებულების გათავისუფლების მიზეზი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის კინოწარმოების ერთეულების გაერთიანებაა. კომპანია გეგმავს, რომ ნაკლები ფილმის წარმოების ხარჯზე, გაზარდოს ხარისხი.

კომპანია სხვადასხვა განყოფილებაში ცენტრალიზებული გადაწყვეტილებებისაც აპირებს.

გასული წლის მეოთხე კვარტალში Netflix-ის გამომწერთა რიცხვი დაახლოებით 7.6 მილიონით გაიზარდა, რასაც პირველ ნახევარში, მისი აბონენტების რიცხვი შემცირება უძღოდა.

 

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g