LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო აშშ-ში 24 იანვარს გაიმართება

108
ნონა popsport cover

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.

“იურიდიული ფირმა BLB დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ „Netflix“-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება (საქართველოს დროით 25 იანვარს, 02:00 საათზე). საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე – ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხება ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული. ქართველი მოჭადრაკე 5 მლნ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

ქართველი მოჭადრაკე მიიჩნევს, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები