რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, Netflix ოკუპანტ ქვეყანაში სთრიმინგ-სერვისს წყვეტს.
მის შესახებ Netflix-ის წარმომადგენელმა Variety-ს განუცხადა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ მუშაობა რუსეთში“, – განაცხადა სერვისის წარმომადგენელმა.
წინა კვირას, “ნეტფლიქსმა” განაცხადა, რომ სამომავლო პროექტებს შეწყვეტდა რუსეთში და შეუერთდებოდა იმ მრავალრიცხოვანი კომპანიების სიას, ვინც ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტა.