ნიცაში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში იტალიიდან ჩავიდა და მას იტალიის წითელი ჯვრის თანამშრომლის დოკუმენტები ჰქონდა.
სააგენტო „როიტერის” გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისიდანაა, ის 1999 წელსაა დაბადებული და საფრანგეთში იტალიის ქალაქ ბარიდან 9 ოქტომბერს ჩავიდა. ის სათვალთვალო კამერამ ნიცის რკინიგზის სადგურში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხელი დააკავა. ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.