LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭის ზეიმი ხარ… მთელ სამყაროს უყვარხარ!“ – როგორ ულოცავენ კოლეგები და მომღერლები დაბადების დღეს პაატა გულიაშვილს

4810
პაატა გულიაშვილი

დღეს „რუსთავი 2“-ის სახე, რუსთაველის თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი იუბილარია.

მისი „ფეისბუქის“ კედელი სავსეა მილოცვებითა და ფოტოებით, რომლებსაც მსახიობი ცალ-ცალკე პასუხობს და მილოცვებისთვის ყველას მადლობას უხდის.

პაატას იუბილეს ულოცავს იუმორისტი და სცენარისტი, კობა ბარათელი:

„პატიკო, იუბილეს გილოცავო, გემის კაპიტანმა…“

ამ მნიშვნელოვან დღეს პაატა გულიაშვილს მომღერალი ლოლა წერეთელიც ულოცავს:

„გილოცავ დაბადების დღეს! მთელ სამყაროს უყვარხარ! იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი!..“

პაატა გულიაშვილის კედელზე გამოჩნდა „ქსოვრელების“ სოლისტის, გიორგი შოშიტაშვილის მილოცვაც:

„დღეს ამ მაგარი კაცის დაბადების დღეა! გილოცავ, პატიკო, ჯანმრთელი, ბედნიერი და სულ უფრო და უფრო წარმატებული მენახე, ძმაო…“

„ნიჭის ზეიმი ხარ, პატიკო, გილოცავ დაბადების დღეს! იმრავალჟამიერე შენი ლამაზი ოჯახით, სულ წინ გევლოს“, წერს მომღერალი შორენა იმნაძე და პაატას ერთ-ერთ შესრულებას აქვეყნებს.

პაატას შვილი, ნიკუშა მამას თბილი სიტყვებით მიმართავს:

„გილოცავ, მა. მაგრად მიყვარხარ. მინდა, რომ სულ ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული იყო. მიყვარხარ, მა და იცოდე, რომ გასახელებ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g