LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Nickelodeon-ის Kid’s Choice Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

262
kca-2024_2

13 ივლისს, ლოს-ანჯელესში, 2024 წლის Kid’s Choice Awards გაიმართა. სატელევიზიო არხის – ,,ნიკელოდეონი” პატარა მაყურებელმა გამარჯვებულები მუსიკის, კინოს, ტელევიზიისა და სპორტის ნომინაციებში გამოავლინა.

ბავშვებმა ,,ფავორიტ მამაკაც და ქალ არტისტებად”, Post Malone და ტეილორ სვიფტი დაასახელეს. ამ უკანასკნელის ბოიფრენდი, ტრევის კელსი, ,,ფავორიტ მამაკაც სპორტსმენად” აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ სვიფტი დაჯილდოებაზე მუსიკალური კატეგორიის ტოპ ნომინანტი იყო, თუმცა ღონისძიებას არ დასწრებია. საერთო ჯამში მინიჭებული 6 ნომინაციიდან, მან 3-ში მოიგო.

,,ფავორიტ ფილმად” – ,,ბარბი”, ხოლო ,,მამაკაც და ქალ მსახიობებად”, ტიმოთი შალამე და მარგო რობი იქცნენ.

საღამოზე გაიცა სპეციალური პრემიაც. სერენა უილიამსს, ,,ლეგენდის ჯილდო” მიანიჭეს.

შოუზე the Kid Laroi-ის პერფორმანსი შედგა. 20 წლის ავსტრალიელი რეპერი და მომღერალი სცენაზე ჰიტებით: Nights Like This, Girls და Stay წარდგა.

Nickelodeon-ის რიგით 37-ე Kid’s Choice Awards ანიმაციური სერიალის – SpongeBob SquarePants 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. პირველად, დაჯილდოების ისტორიაში, ღინისძიებას საკულტო სატელევიზიო შოუს პერსონაჟების – ,,ღრუბელი ბობისა” და ,,პატრიკ სტარის” სახით, ვირტუალური წამყვანები ჰყავდა.

გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები