ნიდერლანდების მთავრობა დაგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იძულებული გახდა გზის „მომღერალი“ საფარის დემონტაჟი მოეხდინა. გზა სოფელ ჯელსუმში მდებარეობდა. მიზეზი კი ადგილობრივების საჩივრები გახდა, რომელთა განცხადებითაც ხმამაღალი მელოდია, რომელიც ავტომობილების სიარულის შედეგად წარმოიქმნებოდა, „მათ ჭკუიდან შლიდა და ვერ ახერხებდნენ დაძინებას“.
სპეციალური ნიშნები, რომლებიც გზის მარჯვენა მხარეს იყო დატანილი, მძღოლებს აიძულებდა სიჩქარის რეჟიმი დაეცვათ. თუკი გზაზე მძღოლი 60 კმ/საათ სიჩქარეზე მეტით გაივლიდა, პროვინცია ფრისლანდიის ჰიმნი ირთვებოდა. თუმცა, თუკი გზაზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი გაივლიდა, ბგერები კაკაფონიად გარდაიქმნებოდა, რაც ახლოს მცხოვრები ადამიანების უფრო მეტ აღშფოთებას იწვევდა.
ჯელსუმთან ახლოს სამხედრო აეროდრომიც არის, სადაც მუდმივად დაფრინავენ გამანადგურებლები. მაცხოვრებლების აზრით, ურჩევნიათ თვითმფრინავებს უსმინონ, ვიდრე იმ მუსიკას, რომელიც დღე და ღამე ისმის.