LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა – არიან დაშავებულები

78
ნიდერლანდები ტრამვაი

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფები.

ინციდენტი 24 ოქტომბრის მოედანზე მდებარე გაჩერებასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები