ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში მომხდარ სროლებში ეჭვმიტანილი თურქი მამაკაცი დაკავებულია
ნიდერლანდების პოლიციამ თურქი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში მომხდარ სროლებშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ ქალაქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
