LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა – გარდაცვლილია 6, დაკარგულია ათობით ადამიანი

74
1

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა – გარდაცვლილია 6, დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი. 

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სამაშველო სამუშაოები ნგრევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო.

მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შიგნით ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ მაშინ, როდესაც შენობა ჩამოინგრა, შიგნით ბევრი მუშა იყო, თუმცა კოლაფსში მოყოლილი ადამიანების რაოდენობა ვერ დაასახელეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი უვნებელი, სამი კი მსუბუქი დაზიანებებით ამოიყვანეს.

ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა გააძლიერონ სამაშველო სამუშაოები.

ცნობისთვის, ლაგოსი ნიგერიაში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები