LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიის ციხიდან 1 800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

77
Untitled design

ნიგერიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ციხიდან, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, 1 800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიის ქალაქ ოვერის ციხეში, ყუმბარებითა და სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერებებით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს, ამის შემდეგ კი ციხის ეზოში მოხვდნენ.

შემთხვევის შემდეგ, BBC-ს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ გაქცეულია 1 844 მსჯავრდებული.

ქვეყნის ხელისუფლება მომხდარში “ბიაფრას მკვიდრ მოსახლეობას”, ერთ-ერთ სეპარატისტულ დაჯგუფებას ადანაშაულებს, თუმცა ჯგუფი თავდასხმაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ქვეყნის პრეზიდენტი კი თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g