LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკ ვესტის გიჟური და ფერადი საღამო ჯაზფესტივალზე

395

ბასისტი და ვოკალისტი ნიკ ვესტი საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრა. პირველ ჯერზე ახალი წლის საღამოზე, მეორედ კი ჯაზფესტივალზე, ბათუმში.

22 ივლისს, მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში პიანისტსა და ვოკალისტს, ჯეიმი კალუმს უნდა დაეკრა, თუმცა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეიკავა. ნიკ ვესტისთვის 23 ივლისს კრის ბრაუნის პერფორმანსის წინ უნდა მოგვესმინა, თუმცა ბრაუნიც, იმავე მიზეზით არ ჩამოვიდა, ასე რომ, ჯაზფესტივალის მესვეურებმა 22 ივლისს ნიკ ვესტის კონცერტი გადმოიტანეს, კრის ბრაუნს კი დღეს, ამერიკელი რეპერი, ბასტა რაიმსი ჩაანაცვლებს.

მართალია, ნიკ ვესტი საკმაოდ ახალგაზრდაა, მან უკვე მოასწრო მუშაობა დიდ მუსიკოსებთან, პრინცთან, სტივენ ტაილერთან, ჯონ მეირთან და ბევრ სხვასთან… დეივ სტიუარტმა მასთან ერთად რამდენიმე პროექტი გააკეთა და ვესტს “ქალ ლენი კრავიცს” უწოდებს. ვერ გეტყვით, რამდენად ობიექტური შეფასებაა, თუმცა კოლეგისგან ასეთი სიტყვები ბასისტს ალბათ, ძალიან მოეწონებოდა…

322თავისი მუსიკალური კარიერა გიტარაზე დაკვრით დაიწყო, თუმცა შემდეგ ბასი აღმოაჩინა, როგორც უფრო საინტერესო ინსტრუმენტი… ეს მაშინ მოხდა, როდესაც მაიკლ ჯეკსონის ერთ-ერთი კომპოზიცია მოისმინა…

შემდეგ იყო სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “Just in the Nik of Time”. მუსიკოსს მეორე ალბომიც აქვს, “Say Something”. საქართველოში საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვიდა. მუსიკოსებმა საკუთარი დაკვრის ტექნიკის დემონსტრირებით დაიწყეს, შეასრულეს ალბომებიდან კომპოზიციები, შემდეგ კი რამდენმლიმე ცნობილი სიმღერის ქავერიც, მათ შორის, ბისზე – პრინცის “kiss”.

უნდა ითქვას, რომ კარგი ბასისტობის გარდა, ნიკ ვესტი კიდევ უფრო კარგი პერფორმერია. მისი ფერადი იმიჯი და მუსიკას აყოლილი მოძრაობები მაყურებელს კარგ ხასიათზე აყენებს.

რაც შეეხება იმიჯს, ის მართლაც გამორჩეულია და ამას ნიკის გარეგნული მონაცემებიც უწყობს ხელს. ვესტი კარიერის დასაწყისში მოდელად მუშაობდა…

ვესტის კონცერტის მსვლელობისას მან მაყურებელთან ერთად ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა “Rollin” შეასრულა.

როგორც გითხარით, საღამო პრინცისადმი მიძღვნით დასრულდა. ეს მუსიკოსი ვესტისთვის გამორჩეულია და ამას სხვადასხვა დეტალით გამუდმებით უსვამს ხაზს.

ჯაზფესტივალი დღეს რეპერ ბასტა რაიმსის კონცერტით გაგრძელდება, ხვალ კი მეისი გრეის პერფორმანსით დაიხურება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g