LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ჩიტაძე: “როგორც სახელისუფლებო პარტიამ ასევე ოპოზიციამ უნდა წარადგინონ საკუთარი ხედვა, რა როლს შეასრულებენ საქართველოს თითოეული რეგიონის სასარგებლოდ, ფოკუსირება აღნიშნულზე არ ხდება და ძირითადად დომინანტ პოზიციას იკავებს შავი პიარი”

53
nika-chitadze

ნაციონალური მოძრაობა ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეით გამოდის.

ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაცია ხვალაა დანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოქტომბერს დასახელდება კონკრეტული კანდიდატურები, თუ ვინ დაიკავებს თბილისის მთავრობაში 25 საკვანძო პოზიციას, თუკი 30 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიამ მმართველი პარტიის კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის დამარცხება შეძლო.

ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია: ვოლსკი

ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა.

ნიკა ჩიტაძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარება ქვეყანაში კვლავ მძიმეა.

„ვითარება არის კვლავ მძიმე, სამწუხაროდ, იცით რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩევა დაძაბულობით, ურთიერთშეურაცხყოფით, ამ მხრივ, სამწუხაროდ, აქტიურობს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც იმუქრება, რომ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაანგრევინოს ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას ქვეყანა და ა.შ

თავიანთ შეცდომებს არ აღიარებენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ ოპოზიციურ სპექტრს, რაც არ იქნება დადებითად ასახული წინასაარჩევნო ვითარებაზე, ისევე როგორც პირველი ტურის წინ არსებული ვითარება იყო დაძაბული, მოგეხსენებათ სხვადასხვა ძალადობის ფაქტები.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც სახელისუფლებო პარტიამ ასევე ოპოზიციამ პირველ რიგში უნდა წარადგინონ საკუთარი პროგრამა, საკუთარი ხედვა, რა როლს შეასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ანუ მუნიციპალიტეტები, კონკრეტული მერიები, საკრებულოები საქართველოს თითოეული რეგიონის სასარგებლოდ.

ხშირ შემთხვევაში ფოკუსირება აღნიშნულზე არ ხდება და ძირითადად დომინანტ პოზიციას იკავებს შავი პიარი, განსაკუთრებით ამ მხრივ მმართველი ძალა გამოირჩევა.“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.

„მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება ასევე ნეგატიურად აისახება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე.

70 მეტი ადამიანი, ევროპარლამენტარები ხელს აწერენ პეტიციას, რომ სააკაშვილის საქმე წარიმართოს სამართლიანად. აშშ-ს კონგრესშიც ფიქსირდება შესაბამისი პოზიციები.

ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ევროპის საბჭოს სასამართლო განიხილავს უკვე ყველა იმ საკითხს, რომლის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

შესაბამისად, ისევ და ისევ საქართველო ალბათ ირთულებს თავის ურთიერთობას დასავლეთთან, უკვე პირველი შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა უარი განაცხადა, რომ გამოეყო საქართველოსთვის 75 მილიონი ევრო.“-აღნიშნა ჩიტაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს ანალიტიკოსმა აღნიშნა:

„იქნება ალბათ აქციები, დემონსტრაციები, მეორე, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება საქართველოზე. აქ არ იქნება საუბარი, რომ აუცილებლად გამოუშვან, უბრალოდ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა იქნება.

ყოველ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებთ, რომ საქართველოში არც სასამართლო და არც პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი, ბუნებრივი,ა აქედან გამომდინარე არსებობს კითხვები მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

რაც შეეხება ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეას და პერსპექტივებს ნიკა ჩიტაძემ განაცხადა:

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობას არ იღებს

„საერთოდ ბევრ ქვეყანაში იქმნება ჩრდილოვანი, ალტერნატიული კაბინეტი, ეს არის გარკვეული დემოკრატიული ნორმა, ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა ასე ვთქვათ ქვეყნის განვითარების შესაბამის მიმართულებაზე.

შემდგომში შესაძლებელია ჩრდილოვანი კაბინეტი გადაიქცეს რეალურ მინისტრთა კაბინეტად, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან ძალები მოდიან ხელისუფლების სათავეში და ხელისუფლება იცვლება.

ამიტომაც მე ასე მგონია, არაორდინალური არაფერი არ არის იმ იდეაში, რომ შეიქმნას ჩრდილოვანი კაბინეტი, როგორც ასეთი.“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g