LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობას არ იღებს

50
1607426028-პაატა-მანჯგალაძე

ნაციონალური მოძრაობა ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეით გამოდის. ნიკა მელიას თქმით, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დაწყებული აქვთ და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.

მელიას ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაცია ხვალა, 20 ოქტომბერსაა დანიშნული.

ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია: ვოლსკი

ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

„ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტების საკითხებში დედაქალაქ თბილისს ვგულისხმობ.

თუმცა, სხვა რაიონებში, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში ვართ ოპოზიციასთან.

არჩევნების შემდეგ, თუ იქნება საპარლამენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, ოპოზიცია გაიმარჯვებს, კოალიციურ მთავრობაში მოვიაზრებთ ჩვენ თავს.

ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის შემთხვევაში, ჩვენ არ ვმონაწილეობთ კონსულტაციებში.“-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ… არაყიც გამოსახდელი მაქვს – ელისაშვილი

პაატა მანგჯალაძემ ასევე განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნების მეორე ტურისთვის მხარს ოპოზიციას დაუჭერს.

„რაც შეეხება მეორე ტურებს, თქვენ იცით, რომ თბილისის გარდა კიდე 20-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს მეორე ტურები, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი დაპირების, რაც ნიშნავს მხარდაჭერას ყველა შემთხვევაში ოპოზიციური კანდიდატების, მათ შორის, როგორც მერობის კანდიდატებს, ასევე ვუჭერთ მაჟორიტარ კანდიდატებსაც.

მნიშვნელობა არ აქვს რა საარჩევნო რიგითი ნომრით გამოდის ესა თუ ის ოპოზიციური კანდიდატი. ჩვენთვის მთავარია ქვეყანაში იყოს ცვლილება და გადავიდეთ ერთპარტიული მმართველობიდან მრავალპარტიულ მმართველობაზე.

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო მეტი დემოკრატია ნიშნავს, უფრო მეტ პოლიტიკურ პლურალიზმს, უფრო ნაკლებ პოლარიზებას.“-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g