LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გრიგოლია ვაქცინის მომხრეებს კლინიკიდან მიმართავს: „ათობით ადამიანს დაგისახელებთ, რომლებსაც ვაქცინის შიში ჰქონდათ და ახლა აცრილები არიან ჩემი მეგობრული მუსაიფის შედეგად…“

3162
nikagrigolianews45

ნიკა გრიგოლიამ ბოკერიას კლინიკაში აცრა გაიკეთა და კლინიკიდან ვაქცინის მომხრეებს მიმართა, რომლებიც, მისი თქმით, ფაშისტებად არ უნდა იქცნენ.

„თქვენ რა იფიქრეთ?

მე ისე უბრალოდ წამოვწექი.

რა ვიცი როდის მომიწევს და ვემზადები. ვრეპეტიციობ. ?

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მეგობრებო.

ამ ვირუსზე საზიზღარი არის მისი შიში.

თუ პანიკის და შეშინებული ანტივაქსერების დახოცვის ფაშისტური სურვილის ნაცვლად ცოტა ადამიანურად მოვიქცევით, ესეც ძალიან კარგი იქნება, როგორც სომალელი მეცნიერები ამბობენ. ?

კარგა ხნის აცრილ დაბაბანებული ვარ და თუ ვინმეს რამე შიშს მოგიხსნით, თქვენთან ერთად კიდევ გავიკეთებ ნებისმიერ ვაქცინას.

ოღონდ აცრილებიფაშისტები ნუ ვიქნებით.

ათობით ადამიანს დაგისახელებთ, რომლებსაც ვაქცინის შიში ჰქონდათ და ახლა აცრილები არიან ჩემი მეგობრული მუსაიფის შედეგად.

ჰოდა, ნუ ეჯიბრებით ერთმანეთს იმის ყვირილში რომ შეშინებული ადამიანი მკვლელია, ნუ წერთ რომ შეშინებული ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ყველა ერთად უნდა გამოიკეტონ და დაიწვან.

ასე შედეგი ვერ იდება. პირიქით… ასე მგონია, რომ თვითონ ვემსგავსებით ფაშისტებს, რომლებსაც რამის ახსნას, ურჩევნიათ ტრენდულად მარტივი კივილით შეეჯიბრონ ერთმანეთს სხვის კიდევ უფრო დაშინებაში.

აქვე მადლობა ლამაზებს, რომ ერთი თვის ვაქცინირებული გახლავართ?

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი • Iv. Bokeria University Hospital“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g