LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის თხოვნით ცენტრ „ემპათიას“ მიმართავს

114
ვბცვვბნ

მთავარი არხის გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას აპირებენ.

მისი თქმით, არ ენდობიან იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტის მოადგილე და მათთვის სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება არსებული კონსილიუმის ფორმატი, როდესაც მის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს.

“ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და სხვათა შორის გაურკვეველია, რატომ იღებს, რა კვალიფიკაცია აქვს მას ამისი. სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამ ადამიანებს აქვთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთ რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ კონსილიუმის შექმნით ორგანიზაცია ემპათიის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები