LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „არ ვიცი, სიხარულიძეა, თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი!..“

3448
bagrationi

ნიკა გვარამია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი სილამაზე სტუდენტობიდან ახსოვს. „რუსთავი 2“-ის დირექტორი მხარდაჭერას უცხადებს ანა ბაგრატიონს და წერს, რომ ის ძალით მიათხოვეს შარლატანს.

„მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“, აღნიშნულია ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“-პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ და ანა ბაგრატიონებ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონს სასამართლოში უჩივლეს, ხოლო დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი დეენემის ანალიზით, რომელიც საპატრიარქომ საიდუმლოდ ჩაატარა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g