LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა“

147
ნიკა გვარამია

„ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია – სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს.

გვარამია ოპოზიციის მნიშვნელობაზე საუბრობს და წერს, რომ „არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს“:

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“

„ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია – სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე“, მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს.

არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.

ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის.

არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის.

რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო.“ – წერს facebook-ზე ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია: „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები“

ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია – სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული…

Posted by Nika Gvaramia on Tuesday 24 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g