LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას – სისტემა უნდა დაინგრეს“

120
ნიკა გვარამია

„სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სამშობლოს გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს.

„ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა” – ნიკა მელია ივანიშვილზე

„გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით სავსე, შუღლის მთესველ, აგრესიულ, მუქარებით სავსე განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. 

ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთი მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში, ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.

გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ“, – განაცხადა გვარამიამ.

„გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი – ბიძინა ივანიშვილი

„გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი – ბიძინა ივანიშვილი

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ „რუსულ კანონს“ და არც ევროინტეგრაციას. მისი თქმიოთ, საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას.

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„გულწრფელად უნდა იქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვეს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას.

ისინი სასწავლებლად ვეღარ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა, ეს გამოიწვევს უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან, სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს, მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა – არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა: ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები