LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით – შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“

181
ნიკა გვარამია

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გიორგი გახარია – „მინდა „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“

პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ გვარამიამ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ მოახერხეს გაყალბებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება.

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა – ვაღიროთ ყველამ, პოლიტიკურმა, არასამთავრობო და საზოგადოებრივმა სპექტრმა.

სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში. შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტის კითხვასაც, რომელიც საქართველოს პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასა და უწყებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაბარებას შეეხებოდა.

გურამ მაჭარაშვილი: „ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს“

ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურამ ის ციხეში იმიტომ ჩასვა, რომ მისი მეუღლე ავტომობილს მართავდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ფაქტები გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს და გამოძიებასთანაც თანამშრომლობენ.

„2 წლის წინ, მაგ [ქართულმა] გამოძიებამ ციხეში გამიშვა იმიტომ, რომ ცოლი მანქანას მართავდა, მე მეუბნებით, რომ ქართულ გამოძიებასთან უნდა ვითანამშრომლო? – რისთვის ვითანამშრომლო, რომ მე დამიჭირონ იმის ნაცვლად, რომ გამყალბებელი დაიჭირონ? რაზე ვითანამშრომლო. ფაქტები გვაქვს, ვინმე არ მივიდა გამოძიებასთან?“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა“ – ანა წითლიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g