LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია – ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“

152
ნიკა გვარამია

„ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ, ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიას წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია 444 ხმით მიიღეს. იგი დოკუმენტიდან მთავარ პუნქტებს ასახელებს და წერს:

„მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით; არჩევნების გამოძიება; სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.

ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“. – წერს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. გარა ამისა, ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით. მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური…

Posted by Nika Gvaramia on Thursday 28 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g