„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის სასამართლომ დააჯარიმა.
ნიკა გვარამია აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჯარიმის სახით მას 5 000 ლარი მიუსაჯეს:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5 000 ლარი ჯარიმა მომისაჯა. არც მივსულვარ – რა აზრი ჰქონდა?“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა 🙂 არც მივსულვარ – რა აზრი ქონდა? :))
Posted by Nika Gvaramia on კვირა, 22 დეკემბერი, 2024