LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!“

258
გვარამია

პრეზიდენტის განცხადებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ეხმაურება.

„ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!“ – წერს ნიკა გვარამია.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

ცნობისთვის,  პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, დილის 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„მე გეტყვით რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები