„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გვარამიას აზრით, სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე გამონაკლისი კი არა, ყველაზე კანონზომიერი წესია:
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“
„მზია ამაღლობელი იმიტომაც დააკავეს, რომ პატიმრობაში გაეშვათ. სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე გამონაკლისი კი არა, ყველაზე კანონზომიერი წესია.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“: „რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც“
პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.
რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს – უნდა დაინგრეს!“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.
პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი იმიტომაც დააკავეს, რომ პატიმრობაში გაეშვათ. სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე…
Posted by Nika Gvaramia on Tuesday 14 January 2025