ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად რჩება. რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ.
კენჭისყრაზე მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.
შეგახსენებთ, ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა.