„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისათვის, ნიკა გვარამია 4 დეკემბერს, „დროას“ ოფისთან დააკავეს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.