LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია სასამართლოზე: „არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ვითხოვდი ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკას დავსწრებოდი – თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?“

228
ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიტყვით ისარგებლა და განმარტა, რომ არსად შევარდნას არ ცდილობდა.

„ურტყეს მუცელში, რა დროსაც სუნთქვის უკმარისობის გამო, გაითიშა… ფიქრობს, რომ ხალხმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს“ – გვარამიას ადვოკატი

„მე უნდა ვნახო კადრები უწყვეტობით არის თუ არა წარმოდგენილი. „რუსთავი 2“-თან სპეციფიკური ურთიერთობა მაქვს და სწორედ იმის გამო, რომ ვიდეო სწორედ აღნიშნული ტელეკომპანიიდანაა წარმოდგენილი, მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ფაბრიკაციას აქვს ადგილი. გუშინ ან გუშინწინ ჩემთვის რომ რამე ეთქვათ, ან შემძლებოდა ადვოკატებისთვის ხმის მიწვდომა, ალბათ, მოვასწრებდი, რომ ჩემს სასარგებლოდ მტკიცებულებები მექნებოდა წარმოდგენილი. მტკიცებულებას ვნახავ, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რომელიც შსს-მ შემირაცხა, მაინტერესებს სად იდგა ოპერატორი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაკითხვას მოვითხოვ.

სოფო ლილუაშვილი: „უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს“

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან გვარამიამ პროცესის დაწყების შემდეგ, ადვოკატების დასწრება მოითხოვა.

არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობდა. ვითხოვდი ღონისძიების ჩამტარებელი გამოსულიყო და ჩხრეკას დავსწრებოდი.

თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა? ხომ უნდა მქონდეს დამადასტურებელი მასალების წარმოდგენის საშუალება?… სათვალე დავკარგე ოპერაციის დროს, გუშინ მომიტანეს, არანაირ დოკუმენტს არ ვიცნობ“, – განაცხადა გვარამიამ.

ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მათ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელებისთვის გონივრული დრო სჭირდებათ. მისივე განმარტებით, მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და რეალობას ვერ ასახავს, დაცვის მხარემ კი დამატებითი ვიდეომასალა უნდა წარადგინოს, სადავ ნიკა გვარამიას და პოლიციის მთლიანი კომუნიკაცია იქნება ასახული.

საძაგლიშვილის თქმით, ეს მუხლები მკაცრ ადმინისტრაციულ სანქციას ითვალისწინებს – ადმინისტრაციულ პატიმრობასაც, შესაბამისად, დაცვის უფლება ჯეროვნად რომ განხორციელდეს, მათ გონივრული ვადა სჭირდებათ. ადვოკატების თქმით, გვარამიას მიმართ ცრუ ოქმებია შედგენილი.

ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g