LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ლილუაშვილი: „უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს“

171
სოფო ლილუაშვილი

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ უცნობებიათ.

ამის შესახებ მისმა მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა მედიასთან განაცხადა. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან გვარამიამ პროცესის დაწყების შემდეგ, ადვოკატების დასწრება მოითხოვა. მოსამართლე იძულებული გახდა სხდომა შეეჩერებინა. ადვოკატებს საქალაქოში ამ წუთებში ელოდებიან. 

„უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს.

„ურტყეს მუცელში, რა დროსაც სუნთქვის უკმარისობის გამო, გაითიშა… ფიქრობს, რომ ხალხმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს“ – გვარამიას ადვოკატი

დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნული პროცესი და არავინ პასუხს არ გვცემდა.

დიტო საძაგლიშვილი: „ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე, პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას დააკავა.

გარეთ დიდი მობილიზაციაა პოლიციელების, არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველანაირი კანონი ამ ქვეყანაში ირღვევა“. – განაცხადა ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა. 

ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

"რეჟიმს ძალიან ეშინია…" | სოფო ლილუაშვილი

"მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს, ვრეკავდით და პასუხს არ გვცემდნენ" | სოფო ლილუაშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday 5 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g