LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კაცია: ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, უკანონოდ მამყოფეს, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ, ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს – არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით

146
ნიკა კაცია1

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

„ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g