LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

176
nika-1

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ოპოზიცია – მოვითხოვთ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებზე დგას, შესაცვლელია“.

„ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილებიც სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში“, – თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი – პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g