LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ: ოპოზიციის მხრიდან პერსონალურ სანქციებზეც იყო საუბარი

62
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა უოლსონთან შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან პერსონალურ სანქციებზეც იყო საუბარი.

როგორც მელიამ დიპლომატებთან, კელი დეგნანთან და ერიკა უოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათთვის უმნიშვნელო არ არის, რა ითქმება ევროპაში.

საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სისტემა და სანქციები – რაზე ისაუბრა ოპოზიციამ დიპლომატებთან

„ხელისუფლებას, ოლიგარქიულს რეჟიმს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმ თავხედობისა, რასაც იჭერს რეჟიმი, მათთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმება ვაშინგტონში. მათთვის უმნიშვნელო არ არის, რა ითქმება ევროპაში, ჯერჯერობით არ არის უმნიშვნელო. სანამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელია.

ამ ყველაფერზე მე პირადად მეგობრებთან ერთად მქონდა საუბარი, მერწმუნეთ ასე გაგრძელდება? რეაქციაც, ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი. შეუძლებელია გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს და ხედავდეს, როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში.

ზურა ჯაფარიძე: დიპლომატებთან შეხვედრაზე ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის

პერსონალურ სანქციებზეც, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც და მეგობრების მხრიდანაც საუბარი იყო. ვამბობ იმ დოზით, რა დოზითაც შემიძლია საუბარი,“ – განაცხადა მელიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა არ უნდა შენელდეს ამის ნაცვლად დემონსტრაციები უნდა გააგრძელონ.

„ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც ჩვენ სანქციას ვუწოდებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, ითქვა, რომ ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება,“ — განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ.

ზურა ჯაფარიძე: ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე

mazda magti 5g