LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე

88
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახლა ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთონ საერთაშორისო პარტნიორებმა ეს არის სიმართლის საუბარი, პირდაპირ, ყველანაირი დიპლომატიური შელამაზების გარეშე.

მისი თქმით, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონსთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ყველაფერზე იქნება საუბარი. ვაპირებთ მოვუყვეთ იმაზე, თუ რა სიტუაციაში არის ქვეყანა, როგორ მოვედით აქამდე, როგორ გაიარა ბოლო წელიწადნახევარმა, როგორ გაყალბდა ბოლო ორი არჩევნები და აქამდე რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, სად ვართ ახლა და რა არის აქედან გამოსავალი. რა იქნება მისი გზავნილები არ ვიცი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ?…ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ, ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას ან დარჩებით ივანიშვილის მონებად” – ზურა ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g