LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ?…ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ, ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას ან დარჩებით ივანიშვილის მონებად” – ზურა ჯაფარიძე

2976
Capture

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს. ოპოზიცია დღეს, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს და კვლავ ტერიტორიაზე რჩებიან

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და დაანონსებულ აქციებს სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება და საზოგადოებას მიმართავს.

“რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ?

ამჯერად რა გიშლით ხელს?

ნაცებთან არ დგებით?

აქციის ფორმა არ მოგწონთ?

დემონსტრანტები არ მოგწონთ?

‘ლიდერები’ არ მოგწონთ?

ყველა გამომსვლელის ყველა სიტყვა ვერ ჯდება თქვენს გემოვნებაში?

გცივათ?

გეზარებათ?

გეშინიათ?

რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაინძრეთ?

რისი იმედი გაქვთ?

ვისი იმედი გაქვთ?

ვერავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს

არჩევანის უფლება წაგართვეს, გიყურებენ და გექცევიან როგორც უკანასკნელ ს***

ეს ქვეყანა ვერ დალაგდება წესიერი რიგგარეშე არჩევნების გარეშე

ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ

ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას

ან დარჩებით ივანიშვილის მონებად, რომლებმაც ბრძოლას არჩიეს ხაინდრავას, უცნობის და ამაშუკელის მოჯმულში წოლა

ეგ არჩევანი გაქვთ მხოლოდ”,- წერს ზურა ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები