LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: რაც ხდება მონაგონი იქნება – ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ

117
ნიკა-მელია-1

„დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, რეჟიმის არსებობას ხანგრძლივი პერიოდი არ უწერია. როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა, მათ ხელისუფლებას ძალიან საჯაროდ განუცხადეს, რომ ოპოზიცია ახალ, საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე გადადოს, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს.

„ეს კადრები პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გავრცელებული კადრებია“ – ენმ-ს მხარდამჭერებმა მსვლელობით სუს-თან გადაინაცვლეს

„ყველგან მისვლას მშვიდობიანად, სადაც ეს მკვლელები და დამნაშავეები იკრიბებიან. ეს წერა-კითხვის უცოდინარები – ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე დასხდნენ და იფიქრეს, ამათმა მართლა ყოველდღე რომ დაგვიწყონ საპროტესტო აქციების გამართვა, ეს ხალხი საჯარო სამსახურებში, პოლიციაში დატყვევებული გვყავს, ეს პროტესტი კი დღეების, კვირების განმავლობაში გაგრძელდება, საფუძველს კი არ გვაძლევენ ეს პროტესტი ჩავკლათ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო.

ყველა დაინახავს, ერი და ბერი, საერთაშორისო საზოგადოებაც რომ ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს და გავტყდებითო, ამიტომ აქციის პირველივე დღეს დავიჭიროთ და რაც მეტს დავიჭერთ, უფრო შევაშინებთ ხალხს, რომ მეორე დღეს გარეთ არ გამოვიდნენო.

მაგრამ დღევანდელმა სახელდახელო შეკრებამ დაადასტურა წერა-კითხვის უცოდინარო ლილუაშვილო, დაქირავებულო მკვლელო ღარიბაშვილო, რომ რეჟიმის არსებობას არ უწერია ხანგრძლივი პერიოდი. დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!“ – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს პროვოკაციებზე ვერ წამოაგებენ და მშვიდობიანი პროტესტი აზვირთდება მანამ, „სანამ არ წაილეკება რეჟიმის ხელმძღვანელობა, რეჟიმის თავში მყოფი უწიგნური ადამიანები.“

ნიკა მელიამ მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა, გუშინ დაკავებული მათი თანამოაზრეების ყველა იზოლატორთან მივიდნენ პატარ-პატარა ჯგუფები, 100-კაციანი და გაამხნევონ „მართლა დატყვევებული ადამიანები, ვინც იქ არიან.“ როგორც მელიამ აღნიშნა, ზოგი დუშეთში წაიყვანეს, ზოგი მარნეულსა და ზოგიც ხაშურში.

მისივე თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული გეგმები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ჩემო მეგობრებო, დღის ბოლოს, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ გეგმებს. მანამდე, ჩვენ სხვადასხვა წყაროთი და არხით, მათ შორის, ტელევიზიით შეგეხმიანებით.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g