LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კადრები პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გავრცელებული კადრებია“ – ენმ-ს მხარდამჭერებმა მსვლელობით სუს-თან გადაინაცვლეს

127
B8337134-AEF7-4653-967C-0FFA224056CE

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.

აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და მოუწოდა, მშვიდობიანი მსვლელობით გადაენაცვლათ იქ, სადაც გუშინ 46 აქტივისტი დააკავეს.

ამასთან, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ეს კადრები პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გავრცელებული კადრებია“.

„პუტინის, რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გაავრცელეს ეს კადრები, მოუწიათ … პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებით ნაბიჯი. მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა, ეს ერთი.

მეორე, ის იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ კადრების მიწოდება დასტურად იმისა, როგორ იქნა შეყვანილი, შესახლებული, მათი ენით, რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში.

ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ გაევრცელებინა ეს კადრები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აქტივისტებმა სუს-თან გადაინაცვლეს შეძახილებით: „მიშა! მიშა!“

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

ფოტო: Publika
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g