„ნაციონალურ მოძრაობას“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო მთავრობისგან ძლირ ზეწოლას განიცდის. ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს 30 ნოემბერს გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვენ და ამაში იუსტიციის მინისტრია აქტიურად ჩართული.
„კონკრეტულად, 30 ნოემბერს გამოტანილი უნდა იყოს გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. ის გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტიც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს. ამ პროცესში ჩართულია 4 ადამიანი, რომელთაგანაც 2 ამ დარბაზშია წარმოდგენილი. იუსტიციის მინისტრი, ბატონი თადუმაძე, ბატონი ფარცხალაძე, და ქალბატონი გვენეტაძე.
განცდაა, რომ თქვენ ნომინალურად ასრულებთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. შეიძლება, გუშინდელი თქვენი განცხადება დავიჯეროთ, რომ თქვენ საქმის კურსში არ ხართ, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუკი სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.