LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც არიან ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები, საკმაოდ მნიშვნელოვანი მეომრები“ – იაგო ხვიჩია

79
BeFunky-collage (1)

„ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც არიან ამ შემთხვევაში ბრძოლის ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები, საკმაოდ მნიშვნელოვანი მეომრები,“-ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება რაც დღეს მოსამართლემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიიღო მისთვის მოსალოდნელი იყო.

„ჩვენთვის ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია ვიცით, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ტყვეები, თქვენ იცით, რომ არსებობს დაპირისპირება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომლის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი დგას, მეორე მხარეს კი მიხეილ სააკაშვილი.

ეს დაპირისპირება ბოლო პერიოდში გადაიზარდა, ფაქტობრივად, ერთმანეთის რუსეთს აგენტების დაძახებიდან დაწყებული, ერთმანეთის წარმომადგენლების დაჭერით დამთავრებული.

ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც არიან ამ შემთხვევაში ბრძოლის ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები, საკმაოდ მნიშვნელოვანი მეომრები.

„ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბრძოლის მნიშვნელოვანი მეომრები ომის დროს არ გაათავისუფლოს.

მეორე მხრივ, მხარეებს საერთოდ არ უნდათ შერიგება და ამ ნარატივიდან გამოსვლა საერთოდ არ უნდა ამ ორ პარტიას და ამ ბრძოლას ეწირება ამ ადამიანების თავისუფლება.

სასამართლო დღეს რას გააკეთებდა იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტდა „ქართული ოცნება“.

თუმცა ჩვენ ვუშვებდით შესაძლებლობას, რომ მათ კეთილგონიერებისთვის მოეხმოთ.“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g