LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება

141
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

მელიას უფლებადამცველის თქმით, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.

სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი,ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ახლა უკვე საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა, პირიქით, აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია რომ შემოგვთავაზეს, თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება.

ახალი ბრალი წარედგინება 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სწორედ სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. მითხრეს, მტკიცებულებებს გადმოგცემთ ბრალის წარდგენის შემდეგო.

დღეს 15:00 საათის შემდეგ რუსთავის საპატიმროში უნდა ჩავიდეთ გამომძიებელთან ერთად და წარედგინება ბრალდება.

იმ დღეს ყველა ვესწრებოდით პროცესს და რაიმე ინციდენტი არავის შეუმჩნევია, არც ჟურნალისტებს, არც მე და არც თვითონ მოსამართლეს გაუკეთებია არანაირი კომენტარი შეურაცხყოფის თაობაზე. შენიშვნაც კი არ მიუცია ნიკასთვის, რა შეურაცხყოფაზეა საუბარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უნდათ, ფსიქოლოგიურად გატეხონ. მერამდენე ბრალდებაა უკვე, სათვალავი ამერია“, – უთხრა გიორგი კონდახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს.

„ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს“ – ადვოკატის ცნობით, ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ცნობისათვის, ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ნიკა მელიას ასევე მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g