ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება. სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს.
პროცესის პარალელურად, განცხადებები კეთდება მელიას თანაგუნდელების მხრიდან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, “ოცნების” სატკივარი იქნება.
“ორივე გადაწყვეტილება მისთვის თავის ტკივილია, ნიკა მელიას ყოველი დღე იქნება წნეხის გაძლიერება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე. მეორე თავისუფლებაზე მყოფი ნიკა მელიაც დიდი თავის ტკვილია ხელისუფლებისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს “ქართულმა ოცნებამ” ეს იქნება მკაფიო სიგნალი – რამდენად მზად არიან პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად”.- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ცოტახანში გახდება ცნობილი. ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ მელია დარბაზიდანვე გათავისუფლდეს.